logo_geo
eng_logo
ნიკოლას ბერლინერი: სტივ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობის პოზიციას არ წამოადგენს
- +

24 აპრილი. 2016. 11:10


კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი აცხადებს.



ელჩის მოადგილის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:



კონგრესის ყველა წევრს აქვს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს განცხადება არ წამოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას", - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.



აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა სტივ რასელმა განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს. რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით. კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს. მისივე აზრით, ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით, რის კონტექსტშიც, კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით: ის მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, „გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner