logo_geo
eng_logo
ახალგორის რაიონში ოკუპანტებმა ე.წ. საბაჟო პუნქტი გახსნეს
- +

26 იანვარი. 2018. 12:39


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში განლაგებულ გამშვებ პუნქტ „რაზდახანზე" ე.წ. საბაჟო პუნქტი გაიხსნა.


ამის შესახებ ინფორმაცია „პირველს" ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა.


მისი თქმით, ე.წ. საბაჟო პუნქტის ამოქმედებამ მოსახლეობას პრობლემები უკვე შეუქმნა, რადგან მანქანებისა და ტვირთის შემოწმების გამო ე.წ. საბაჟოზე რიგები შეიქმნა.


ახალგორის გამგებელი აღნიშნავს, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტის ამოქმედება პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს.


როგორც ოსურ მედიას ე.წ. საბაჟოზე განუცხადეს, პუნქტმა ფუნქციონირება 17 იანვარს დაიწყო.


მათივე თქმით, 50 კილოგრამზე მეტი ტვირთის გადატანის შემთხვევაში, მოსახლეობას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.


ე.წ. „რაზდახანის გამშვები პუნქტი" 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის ყოველდღიურად 700-მდე ადამიანს ატარებს, რომელთა უმრავლესობა კომერციულ საქმიანობას ეწევა, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხილი და ბოსტნეული შეაქვთ.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. ამის შემდეგ კრემლმა აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner