ორგანიზაცია „სტალინის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ჩემო საყვარელო ფეისბუქელებო!
დამშვიდებული წავალ ამქვეყნიდან, რადგან საქართველოში დარჩენილი ყოფილა სიბრძნისა და სიძლიერის ფესვი, რომლიდანაც დღეს შესანიშნავმა, განვითარებულმა ყლორტებმა დაიწყეს წამოზრდა.
გულს ნუ გაიტეხთ ზოგიერთის უხამსი გამონათქვამების გამო. არსებობენ გამონაკლისი ადამიანები. სულ ახლახან ერთმა ქართველმა გოგონამ საკუთარი დედა ჯერ მოკლა, შემდეგ მოხარშა და შეჭამა. თქვენ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ზოგიერთმა ახალგაზრდამ სტალინის ნეშტის ჭამაც გააგრძელოს, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი გარდაცვალებიდან საკმარისი დრო გავიდა (სამოც წელზე მეტი) და ჯერჯერობით მას ფეხებიც ვერ მოჭამეს. აწი კი ვნახოთ.
ვამაყობ თქვენით. იამაყონ და იდღეგრძელონ თქვენმა მშობლებმა.
პატივისცემით, გრიშა ონიანი", - წერს ონიანი.