logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ნარკოდამოკიდებულება არის ავადმყოფობა, რომელიც თავად აირჩიე! მე რატომ მელაპარაკები ასეთი გონორით?!
- +

26 იანვარი. 2018. 15:59

 

 

„ნარკოდამოკიდებულება არის ავადმყოფობა, უფრო ზუსტად, ავადმყოფობის თავისებური ფორმა. ადამიანს ესა თუ ის დაავადება მისდა უნებურად ემართება, ხოლო ეს არის დაავადება, რომელსაც შენ თვითონ ირჩევ და ირგებ შენს ტანზე, ამ შემთხვევაში თან მოითხოვ საზოგადოების თანადგომასა და თანაგრძნობას. ფორმა მაინც შეარჩიე ამ მოთხოვნის დროს", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ეს არის ავადმყოფობა, რომელიც თავად შენ აირჩიე! მე რატომ მელაპარაკები ასეთი გონორით?!

 

თუნდაც ავიღოთ, რაც მოხდა საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ. ქართველმა საზოგადოებამ, 9 აპრილიდან დაწყებული, რა არ გადაიტანა, როგორი სახის აქციები არ ტარდებოდა საქართველოში. 200 ათასი ადამიანი გამოდიოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და მართლა ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ქვეყანაში, არაფერი დაზიანებულა. სასამართლოს გადაწყვეტილებებიც გვახსოვს, როგორი გამოდიოდა... თუმცა საზოგადოებას ასეთი რეაქცია არასდროს ჰქონია. ქართველი საზოგადოების კულტურაში არ დევს ლეწვა-ნგრევა.

 

სწორედ ესეც კვლევის საგანია, რომ ეს ქმედება ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, რადგან ისინი არიან წამალდამოკიდებული ადამიანები და ასეთი არაადეკვატური რეაქცია ამიტომ ხომ არ მოჰყვა?! მითხარით ერთი, რა შუაშია პენსიონერი და ბიუჯეტი, რომელმაც უნდა აანაზღაუროს ის დაზიანებული და ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილით მოხდეს ამის შეკეთება.

 

მათ ვანდალური აქტი ჩაიდინეს და ისინი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლები არიან! ამის გამართლება იმით, რომ სასამართლომ გამოიტანა ცუდი გადაწყვეტილება, ყოვლად დაუშვებელია! მეორე მხარეა ის, რომ სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგან კანონია ასეთი", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.








 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner