logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მამა შვილს ვერ დაეხმარება ისე, როგორც დასავლეთი ეხმარება რუსული პროპაგანდის მანქანას
- +

15 თებერვალი. 2016. 17:39


დასავლეთის პოლიტიკოსებს ან ფიქრი ეზარებათ, ან არა და, მართლა აცდენილები არიან მომსახურების ზონას", - განცხადებას ჟურალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რითაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს აფასებს:


გამოქვეყნდა აშშ-ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის ანგარიში. დოკუმენტში, რომელიც მსოფლიო საფრთხეებს ეხმიანება, საქართველოზეც არის საუბარი.

 

ანგარიშის მიხედვით, კლეპერი წერს, რომ დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს ან შეაჩეროს".

 

„...მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას..."

 

ძლივს! როგორც იქნა ვიხილეთ მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასება!

 

ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. გამოხმაურებებიც მოჰყვა და შეფასებებიც, მაგრამ არავის უთქვამს ის , რაც ჩემი აზრით, სულაც არ არის მეორეხარისხოვანი.

 

დალოცვილებო, ვინმემ გადახედეთ ქართულ მედიას. შედით სოციალურ ქსელში. რისი რუსული პროპაგანდა, რა ატამი - რიატამი"?! თუ რუსეთთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარების მსურველებს რუსული ორიენტაციის მომხრეებში შევიყვანთ, მაშინ ამ სიაში პირველ ნომრად ჩასაწერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოში აშშ-ის ელჩი - კელი ყოფილან. ხოლო, თუ შიგადაშიგ გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ - მეორე ადგილს თანაბრად იყოფენ NATO და ევროკავშირი.

 

არა, არც მთლად ურუსებოდ" ვართ. აგერ, დაიძაბა თუ არა თურქეთთან ურთიერთობა, ლავრომა მაშინვე დაგვაიმედა: საქართველოს თურქეთისგან მიტაცებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს და შეიძლება ყარსის ხელშეკრულებასაც გადავხედოთო! ხანდახან ცარიელი თოფივით გავარდნილი მსგავსი დაპირებებითა და გაზპრომის" თემის უსუსური, გაუგებარი მანიპულირებით ქართველებს ბევრ რამეს ვერც იოლად დაავიწყებ და ის კბილიც მოცვლილი აქვს, რომლითაც ასეთი იაფი პროპაგანდის ანკესზე ეგებოდა.

 

სხვა ამბავია აქ! თუ რუსული პროპაგანდის გავლენას ქართველი ხალხისგან გახშირებულ, ხმამაღალ ანტიდასავლურ განცხადებებში ეძებს ვინმე - ტყუილად ირჯება. საინტერესოც ის არის, რომ ასეთი განცხადებების მიზეზი რუსული პროპაგნდის მანქანა კი არა - დასავლეთის საქციელია.

 

რომელიღაც ტელეკომპანიის მოწილეთა შორის დავაში აშშ-ის ელჩის ცხვირის ჩაყოფა მოკრატიული პროცესის დაცვაა თუ იმის შეხსენებაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვიღაცას სიცილად არ ჰყოფნის?! რისი მიმანიშნებელი და მომასწავებელია ევროსაბჭოს, ევროკავშირისა თუ ევროპის სახალხო პარტიისაგან წარამარა თითის ქნევა და მუქარა, ქვეყანაში მათ მიერ დაფინანსებულ-დაგრანტებული, ყოვლად არაქართული მენტალიტეტის მქადაგებელი დემოკრატიული ინსტიტუტების" დასაცავად?! ვისი ინიციატივითა და დაფინანსებით ხდებოდა და ახლაც გრძელდება საქართველოში ანტიგანათლების სისტემის დანერგვა?! იმ სისტემის, იმ სკოლის, რომლის დამთავრების შემდეგაც ადამიანები მხოლოდ ხელმოწერას თუ ახერებენ?! ვისი ფულით და ხელით ხდება ქართული ეკლესიის დამცირება და კომპრომეტაცია" და მისი ანტიდემოკრატიულ ხატად წარმოჩინება ისე, თითქოს საქართველოში არსებული დანარჩენი ტრადიციული რელიგიები ყველა უზნეობის მომხრენი არიან?! მათი აზრი არავის აინტერესებს? ის თუ აინტერესებს ვინმეს, რა განწყობას ქმნის და რის შიშს უნერგავს სოკოებივით მომრავლებული, გაუგებარი წარმოშობის ასობით უფლებადამცველი" ორგანიზაცია ქართვესაზოგადოებას?! იმ ფონზე, როცა ისინი იცავენ ყველას და ყველაფერს - ქართველისა და ქართულის გარდა?!

 

ჰოდა, ამიტომაც ვამბობ: მამა შვილს ვერ დაეხმარება ისე - როგორც დასავლეთი ეხმარება რუსული პროპაგანდის მანქანას. თუ ჩვენში რუსული პროპაგანდა მართლა არსებობს, მას დასავლეთი ამარაგებს საწვავით. როგორი მოკლე მეხსიერებაც უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, ერთი რამ კარგად აქვს გააზრებული: ადრე თუ გვიან ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება შეიძლება! ეგ არის, რომ გამქრალ ზნეობას ვერ დაიბრუნებ!

 

ისიც ამიტომ ვთქვი: დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილს ან ფიქრი ეზარება, ან მართლა გასული არიან მომსახურების ზონიდან!", - ამბობს მერაბ ხაჩიძე.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner