logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოზე გამავალი ნარკოტრასა ჩაიკეტა
- +

26 იანვარი. 2018. 16:42



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ საქართველო ჰეროინის ტრანზიტულ ქვეყნად გადააქცია.

 

„ჯერ კიდევ 2009 წელს „მწვანეთა პარტია" იყო ერთადერთი, რომელმაც გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების ნარკობიზნესთან კავშირების შესახებ.

 

მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ჰეროინის ტრანზიტულ ქვეყნად. ინტრავენური (პირდაპირ ვენაში) მომხმარებელი 80 ათასი ადამიანი იყო, რომელიც ძლიერ ნარკოტიკებს მოიხმარდა. იმ პერიოდში ფესვგადგმული იყო შავი მაფიოზური ბიზნესი, რომლითაც ძალიან დიდი ფული იშოვეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 

ძნელია იმის თქმა, იმ ნარკობიზნესიდან სააკაშვილის ხელისუფლებას რა რჩებოდა. ალბათ ცალკე ტრანზიტიდან რჩებოდათ, ცალკე - რეალიზაციით. ძირითადად იჭერდნენ ნარკომომხმარებლებს. ნარკორეალიზატორებს კი არ ეხებოდნენ.

 

2012 წლიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოზე გამავალი ნარკოტრასა ჩაიკეტა. გაერო-ს მონაცემებით, საქართველოზე ნარკოტრასა აღარ გადის.

 

ავღანური ჰეროინის საქართველოზე გამავალი ტრასა დაკეტილია. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკისა და გაერო-ს მადლობები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ავღანეთიდან მომავალი ნარკოტრასა რომ გადაიკეტა. ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკი არ შემოდის. ჯიბით თუ სხვადასხვა ხერხებით საზღვარზე გადმოტანით, მაინც ხდება ნარკოტიკის შემოტანა, მაგრამ დიდი მასშტაბის ჰეროინის შემოსატანი ტრასა ჩაიკეტა. ამით ჩვენ ევროპასაც დავეხმარეთ და უკრაინასაც", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.








 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner