logo_geo
eng_logo
ლევან გორგაძე - ორი ნაბიჯი იმპერატორამდე
- +

26 იანვარი. 2018. 18:09



იაპონელთა სათაყვანებელ სუმოში ქართული იანვარი დგას. საუკეთესო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ორიოდე საათის წინ იმპერატორის თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.


ტოტინოსინად წოდებული ქართველის მეტოქე ელიტარულ ლიგაში უმძიმესი - 215-კილოგრამიანი მონღოლი იტონოძიო იყო. ფალავნები (სეკიტორები) მარჯვენა დგომში დაეჯახნენ ერთმანეთს და მცირეხნიანი ჭიდილის შემდეგ ლევან-ტოტინოსინმა მონღოლი დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა მიაბრძანა.


გორგაძეს ცამეტი ბრძოლის შემდეგ 12 გამარჯვება აქვს და, შესაძლოა, ხვალვე იზეიმოს კარიერაში უდიდესი ტრიუმფი. საამისოდ მას სიოჰოძანის დამარცხება მოუწევს, ვისთანაც 12 პირად შეხვედრაში 9 გამარჯვება აქვს მოპოვებული.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner