logo_geo
eng_logo
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა
- +

26 იანვარი. 2018. 18:25



კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.


მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.


დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner