"არ შემდგარი დუეტი" - ასე მოიხსენიებენ დღეს სტივ ჯერარდსა და ფრენკ ლამპარდს ინგლისში.
სტივი და ფრენკი ერთმანეთს კი არ ავსებდნენ, არამედ ფარავდნენ. მათი ერთდროულად თამაში და ერთ მონახაზში გამოყენება მაქსიმალურად ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა, რაც ინგლისის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობაზე ხშირად ისახებოდა. ერთი შეხედვით ორი გენიალური ფეხბურთელი, აშკარად ხელს უშლიდა ერთიმეორეს. ან ჯერარდს უნდა დაეკავა მოედნის ცენტრი ან ლამპარდს, თუმცა რომელიმეს სკამზე დასმაც ვერავინ გაბედა, ყოველთვის ცდილობდნენ მათ შერწყმას, მაგრამ არ გამოსდიოდათ...