ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„შეუძლებელია „ენჯეოშნიკს" ესმოდეს ნარკოტიკებით გამოწვეული უბედურების, ისინი ხომ ისე გაიზარდნენ არასდროს ძმაკაცი და მეგობარი არ ყოლიათ, უბნელი და ეზოელი ეს ტერმინები ხომ წარსულის გადმონაშთია და შავის სამყაროდან მოდის (მათი აზრით)... სამშობლოს დასაცავად ეგენი არ წასულან თანამებრძოლი ყავდეთ, ნათესაური კავშირი ოჯახის წევრს იქით არ ვრცელდება ისიც 18 წლის გახდომის შემდეგ წყდება, ნათელმირონობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მათთვის ძვირფასი ხომ არავინ გარდაცვლილა, უბრალო მიზეზის გამო მათ ცხოვრებაში ძვირფასი ადამიანები არ არსებობენ, არა იმის თქმა კი არა მინდა მათთვის ძვირფასი არაფერია პირიქით, ბევრ მორწმუნე ადამიანს შეშურდება მათი ერთგულება გრანტში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე გრანტებს რომელსაც ხან აშშ-ს ხან ევროპის სახელს არქმევენ ოღონდ... იმის აღნიშვნა ავიწყდებათ აშუშუ თუ ევროპის ხელმძღვანელობა არაფერ შუაში არაა იმ გრანტებთან და ვიღაც ესკობარის ტიპის კერძო ფარმაცევტი რომ დგას ამ გრანტის უკან და მათი არ იყოს სულ ახატია რამდენი ადამიანი ამოწყდება ამ კავკასიის მთებში მოყოლილ ჩამოუყალიბებელ გეოგრაფიულ ერთეულში, აქ მთავარი გრანტია, ამ არასრულფასოვნებით შეპყრობილი არსებებისთვის კაპიკები, დამგრანტავისთვის მილიარდები (სამომავლოდ)...
საკითხი ძალიან მარტივად დგას ან ეს ენჯეოშნიკები თეთრი ხმაური, თავის ელიტარული წამლის ბარიგებით და სხვადასხვა ეპოქაში კარგად გამოზრდილი იმთავითვე „ნასედკა ძველი ბიჭებით" კაცის დაჭერა გიხარია ტო? შეკითხვით ან საქართველო", - წერს თოფურია.