logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეის საავადმყოფოში ხანძარმა 41 ადამიანი იმსხვერპლა
- +

26 იანვარი. 2018. 20:53



სულ ცოტა, 41 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეის საავადმყოფოში დღეს გაჩენილ ხანძარში. მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ამერიკის ხმა ავრცელებს.


დაშავებულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. აქედან 10 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. საავადმყოფო სეულიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ხანძრის გაჩენის მომენტში იქ დაახლოებით 200 პაციენტი იმყოფებოდა.


პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა. პრეზიდენტის ოფისმა დაღუპულთა ოჯახებს ღრმა „მწუხარებით და სევდით" მიუსამძიმრა. სახანძრო დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი ცნობილი არ არის.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner