logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პრევენცია და მკურნალობაა
- +

26 იანვარი. 2018. 23:44


 

„ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პრევენცია და მკურნალობაა", - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას.


„გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ სასჯელის მეტი სიმკაცრე ნაკლებ მომხმარებელს არ უდრის, სასჯელის ნაკლები სიმკაცრე მეტ მომხმარებელს არ უდრის.

 

მართალია, კოფი ანანმა ბრძანა, რომ კაცობრიობა ნარკოტიკებთან ომში დამარცხდა, მაგრამ ეს ომი პირდაპირი მნიშვნელობით, ზოგ შემთხვევაში, ტანკებით, სამხრეთ ამერიკის შემთხვევაში კი თვითმფრინავებით წარმოებდა. კაცობრიობა ამ რეპრესიული მეთოდებით წარმოებულ ომში დამარცხდა და საუბარი იმაზე იყო, რომ მიდგომა რადიკალურად შეცვლილიყო. ამის შემდეგ, მთელ რიგ ქვეყნებში დაწყებულ მოძრაობას საფუძვლად სწორედ ეს მიდგომა დაედო", - განაცხადა ზოიძემ.


მისი თქმით, 1990 წლის გაერო-ს ბოლო სამიტზე პირდაპირ ინსტრუქციულ-იმპერატიული ტონით იყო მოთხოვნილი, ნარკოტიკებთან ბრძოლაში ყველა ქვეყანაში მხოლოდდამხოლოდ უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიებები გატარებულიყო, რაც მართლაც ყველა ქვეყანამ აიტაცა და ძალიან დიდი იმედები გაჩნდა, რომ 2008 წლისთვის მსოფლიო ნარკოტიკებისგან თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, სხვა შედეგი დადგა.


„2003 წელს მსოფლიო მოსახლეობის 4,2% ნარკოტიკს წელიწადში ერთხელ მაინც მოიხმარდა, 2014 წელს კი, ეს რიცხვი 33%-ით გაიზარდა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner