logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: „საზმაუ“ ასეთი თავისუფალი და დაბალანსებული, როგორც დღესაა, არასდროს ყოფილა!
- +

27 იანვარი. 2018. 10:12

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი მიზანია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც წლებია არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი თავისუფალი და დაბალასებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც „ქართული ოცნების" დროსაა, არასდროს ყოფილა.

 

„ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა მიღებულია. გასაგებია, რომ იქ სხვა ბაზარია და სტრუქტურაც სხვანაირია, მაგრამ ასეთი პრაქტიკა მიღებულია. ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანების თავმჯდომარემ ეს კანონპროექტი მოიწონა და ვერავითარ რისკებს ვერ ხედავს. ამის საწინააღმდეგოთაც არის არგუმენტები, რომ ბაზარს თავი დავანებოთ და თუ გარკვეული სახსრები სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ დავუმატოთ.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი მიზანია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც წლებია არის. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთი თავისუფალი და დაბალანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც „ქართული ოცნების“ დროსაა, არასდროს ყოფილა. ცალკე საკითხია, რეიტინგი აქვს თუ არა, მაგრამ ამ საინფორმაციოში ძალიან დაბალანსებული ინფორმაცია გადის“, - აცხადებს ხუციშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner