logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: „ქართულ ოცნებას" კონკურენტთან შედარებით, ორჯერ მაღალი რეიტინგი აქვს
- +

24 აპრილი. 2016. 11:56


ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა IRI-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას სხვა მონაცემები გააჩნია. მისი განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას" თავის უახლოეს კონკურენტთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ მაღალი რეიტინგი აქვს.



„NDI-ის კვლევის შედეგები განსხვავებული იყო. ეჭვი მეპარება, რომ "ოცნების" რეიტინგი ასე უცებ დავარდნილიყო. მე სხვა შედეგები მაქვს, ჩვენი შედეგები განსხვავებულია, "ქართული ოცნება" უახლოეს თავის კონკურენტს დაახლოებით, ორჯერ უგებს. მეეჭვება, პარტიების ასეთი რეიტინგი",- აცხადებს ბიგვავა.



IRI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" 20% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას"  - 19%", ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს" - 13%.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner