logo_geo
eng_logo
ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის გამარჯვებულია
- +

27 იანვარი. 2018. 12:19

 

ქართველი სუმოისტი ლევან გორგოძე ჰაცუ ბაშოს გამარჯვებულია. გორგოძე, რომელიც ტოჩინოშინის წოდებას ატარებს, კარიერაში პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს.

 

ბაშოს მე-14 დღეს გორგოძეს 13 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს - ბაშოს დასრულებამდე 1 დღე რჩება და ის კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.

 

ლევან გორგოძე გახდა მესამე ევროპელი, რომელმაც ტოკიოში ტრიუმფი მოახერხა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომავალი ბაშოსთვის დაწინაურდება და სეკივაკეს წოდებას მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner