logo_geo
eng_logo
ბაქოში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 იანვარი. 2018. 12:49



აზერბაიჯანში, ბაქოს ცენტრში, მეტროსადგურთან ახლოს აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია.


შემთხვევის ადგილას პოლიცია და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner