logo_geo
eng_logo
პარიზში მდინარე სენაში წყლის დონემ 5,7 მეტრს მიაღწია
- +

27 იანვარი. 2018. 13:43



პარიზში წყალდიდობა გრძელდება. დღეს, ადგილობრივი დროით 7 საათზე მდინარე სენაში წყლის დონემ უკვე 5,69 მეტრს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად ხვალისთვის მდინარეში წყლის დონე 6 მეტრს მიაღწევს, რაც ნორმას 4 მეტრით აღემატება.


უკვე დატბორილია დედაქალაქის გარეუბნების ნაწილი, შეჩერებულია მდინარეზე ტურისტული ნავების მოძრაობა, ასევე შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც. წყალდიდობის საფრთხის გამო დაიხურა ლუვრის მუზეუმის ნაწილიც.


მეტეოროლოგების პროგნოზით, წყლის მაღალი დონე მდინარე სენაში მომავალ კვირაშიც შენარჩუნდება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner