logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე პარტიის რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
- +

24 აპრილი. 2016. 12:01


პოლიტიკური გაერთიანება „დავით თევზაძე -საქართველოს მშვიდობისთვის" საარჩევნოდ რეგისტრაციისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დავით თევზაძე ამის შესახებ FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ხელმოწერის თხოვნით მიმართავს.


 

ეს პლაკატები, სავარაუდოდ, დღეიდან თბილისის რამდენიმე მეტროსთან ხელმოწერის მაგიდებთან ერთად გამოჩნდება. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ. ყველას, ვისაც მხარდაჭერის დაფიქსირება მოგესურვებათ, მადლობას გიხდით. ეს მხარდაჭერა საჭიროა იმისათვის, რომ ჩემმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნოდ რეგისტრაცია გაიაროს, ამიტომ რაოდენობას მნიშვნელობა აქვს.

 

 

P.S. არანაირი სხვა ვალდებულება, გარდა თანხმობისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, ხელმომწერს არ გააჩნია. ამის გამო ხელმოწერა შეუძლია ყველას, სქესის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის, პარტიული კუთვნილებისა და საქმიანობის მიუხედავად (მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენებლებს). ერთადერთი, რასაც კანონი ამ შემთხვევაში მოითხოვს, საქართველოს მოქალაქეობაა", - წერს თევზაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner