logo_geo
eng_logo
ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა
- +

27 იანვარი. 2018. 13:49



ყვარელში, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ქალი, მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.


დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner