მოსკოვში, კიევის რკინიგზის სადგურზე განგაში გამოცხადდა. განგაშის საფუძველი ანონიმური ზარი გახდა, რომელმაც სადგურის ხელმძღვანელობას ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ შეატყობინა.
ანონიმური ზარის შემდეგ სადგურის ტერიტორიიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და გამნაღმველები, რომლებიც სადგურის ტერიტორიას ჩხრეკენ.
2017 წლის 11 სექტემბრის შემდეგ რუსეთში ე.წ. „სატელეფონო ტერორი" მძვინვარებს. ანონიმურმა პირებმა ამ ხნის განმავლობაში ასეულობით სამთავრობო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დანაღმვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მათ შორის ვლადიმირ პუტინის პეტერბურგში გადაადგილების მარშრუტიც იყო.
ჯერჯერობით, ყველა ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.