logo_geo
eng_logo
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა
- +

27 იანვარი. 2018. 19:43



ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ზემანმა ხმების რაოდენობის 51,61 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ირჟი დრაჰოშმა 48,4 % მიიღო. ხმის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დრაჰოში ზემანს უკვე ვეღარ დაეწევა.


ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც ქვეყნის სათავეში მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს და ცნობილია ანტიმუსლიმური შეხედულებებით. ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი ასევე აკრიტიკებს ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკას.


პროდასავლური შეხედულებების მქონე ირჟი დრაჰოში კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აქტიური მომხრეა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner