logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
- +

27 იანვარი. 2018. 19:54



BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 158 ადამიანი.


გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. შემთხვევა დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მოხდა.


პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.


აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner