ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
სააგენტო „პირველის" ინფორმაციით, შიხიაშვილი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კლუბის წევრებთან კონსულტაციებს მართავს.
ჯერჯერობით უცნობია, დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ რომელიმე პარტიას შეუერთდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
„ჯერ არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. ახლა საქართველოში არ ვარ, თვის ბოლოს დავბრუნდები და ამ საკითხზე შემდეგ ვისაუბროთ",- განაცხადა შიხიაშვილმა.
ირაკლი შიხიაშვილი აშშ-ში 8 აპრილს გაემგზავრა.