logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მადლობა, ჩემო იმპერატორო!
- +

27 იანვარი. 2018. 21:48



დაბადება არ მახსოვს მხოლოდ, ისე კი ოცდაოთხი წელია ვიცნობ...

ანუ ბავშვობიდან...

ლევანი ტანით ძალიან მაღალი იყო ყოველთვის და სამეგობროში იმითაც გამოირჩეოდა, რომ ძალიან მძიმე ჩანთას დაატარებდა...

სკოლის მერე ვარჯიშები. ძეგვიდან თბილისში, ყოველდღე.

იყო პატარ-პატარა გულისწყვეტები სპორტში...

სულ თავიდან იყო ძეგვის დარბაზი გათბობის გარეშე, დაფუთფუთებული ტატამით...

იყო ქართული ჭიდაობა, ძიუდო, სამბო... აგლეჯილი ნუნები და ზოგჯერ ფრჩხილებიც...

სამმა თუ ოთხმა მეგობარმა გავაცილეთ ტოკიოში...

ვიტირეთ იმ დღეს...

მერე იყო გზავნილები მეგობრულად, ადამიანურად...

მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, ხან მონატრება:

- აუ, ქართული მაწონი მაჭამა სოფლის და მკუხე პომიდვრის მწნილი...

ხან ცნობისმოყვარეობა:

- ნაძვების ძირში აღარ ბირჟაობთ?!

- მტკვარზე დადიხართ?!

ხან მწუხარება:

- ვიზიარებ!

და სიხარულიც:

- გილოცავ!

- მიხარია!

სულ რაღაც სამი კვირის წინ ვიხსენებდით ბავშვობის ამბებს, ვღლიცინებდით, ვტინგიცობდით...

დღეს კი ლევან გორგაძემ იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა...

მარშუტკაში ასულ მგზავრებს მძღოლი გვილოცავდა...

მაღაზიაში შესულ მუშტარს გამყიდველი...

შემხვედრები - ერთმანეთს...

ლევანის სახლთან მანქანები - გაბმული სიგნალებით...

-------------------------

მადლობა, ჩემო იმპერატორო! 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner