გენოციდი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა... დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 73 წლის წინ ალიანსის ჯარებმა ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაათავისუფლეს.
ჰოლოკოსტის შედეგად გარდაცვლილთათვის ხსოვნის მისაგებად ყოველ წელს ამ დღეს ოსვენციმის ბანაკსა და ჰოლოკოსტის მემორიალთან ასიათასობით ადამიანი იყრის თავს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ამ დღესთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, სადაც წერია, რომ ევროკავშირს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ადამიანების ამბავი მომავალ თაობებს შემოუნახოს.