„ჩემდა სამწუხაროდ, ქუთათურთა მცირე ინტერესის გამო, წელს "ქუთაისობა ნიუ-იორკში" აღარ ჩატარდება", - ამის შესახებ აშშ-ში ჟურნალ "მამულის" რედაქტორ-გამომცემელი მანუჩარ კაჭახიძე წერს.
მის FACEBOOK-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მის გამართვას, წლების განმავლობაში, პირად საუბრებში ხშირად მთხოვდნენ ქუთათურები. ვითავე და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ასეთი მსურველი 30 ათასიან ემიგრაციაში მხოლოდ 36, დიახ, ოცდათექვსმეტი, ადამიანი აღმოჩნდა (ეს მაშინ, როცა ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 60-ს აჭარბებდა).
მე დღემდე მიმაჩნია, რომ ჭიანჭველასავით, შენი წილი სამშობლო და შენი წილი ქალაქი, სადაც წახვალ, ყველგან უნდა წაიღო, რომ ერთი წამითაც არ დარჩე მათ მიღმა - ქუთაისი გულით უნდა ატარო, როგორც სიყვარული, და ზურგითაც - როგორც ტვირთი.
სხვა დროს იქნებ მოგვესურვოს ერთად დგომა, ერთად ზეიმი, ერთსულოვნება, თორემ ქუთაისი კი არა, ენა დაგვავიწყდება, მშობლიური ენა და იმ უგნურ თაგუნას დავემსგავსებით, ღამურად გადაქცეული ფრინველებმაც რომ არ მიიღეს.
მე წავედი!", - წერს კაჭახიძე.