logo_geo
eng_logo
იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 800-მდე მიგრანტი გადაარჩინა
- +

28 იანვარი. 2018. 10:37

 

 

ხმელთაშუა ზღვაში გუშინ ჩატარებული 5 ოპერაციის ფარგლებში, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 800-მდე მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. 

 

 

მიგრანტები, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, ორი ბარჟიდან და სამი ნავიდან, მათ შორის ორი გასაბერი ნავიდან ჩამოიყვანეს. ერთ-ერთი ოპერაციის ფარგლებში იტალიის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ორმა ვერტმფრენმა 7 ბავშვი ტუნისში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

 

 

ასევე, მაშველებმა წყალში ორი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner