logo_geo
eng_logo
კოლია ქვარიანის ნეშტს აშშ-დან სამშობლოში გადმოასვენებენ
- +

24 აპრილი. 2016. 12:32


ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე კოლია ქვარიანი სამშობლოში ბრუნდება!

კოლია ქვარიანი მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაიკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს, რომელიც კოლია ქვარიანის ნეშტის გადმოსვენების საკითხზე მომუშავე საორგანიზაციო კომისიის წევრია.




„ბეჭდაუდებელი ფალავნის" ნეშტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლინდენის როუზჰილის სასაფლაოდან ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 7 ივნისს გადმოასვენებენ ქუთაისში.



ქუთაისელი ფალავანი კოლია ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 77 წლის ასაკში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მის საფლავს წლები ეძედნენ. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის საფლავი 2007 წელს, ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ იპოვა. ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის დასაფლავებული.



კოლია ქვარიანი ქუთაისელი იყო, ის 1920-იან წლებში, თეთრ ხიდთან არსებულ ცირკის არენაზე გამოდიოდა. მისი სახელის საპატივცემულოდ ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქვა.



ქვარიანს ერთი სურვილი ჰქონდა - გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში, მდინარე რიონში, ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner