logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ვაჭრობის კუთხით ევროკავშირი აშშ-ს უსამართლოდ ექცევა
- +

28 იანვარი. 2018. 14:11



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ევროკავშირთან ბევრი პრობლემა აქვს.

 

„მე ევროკავშირთან ბევრი პრობლემა მაქვს. ეს შესაძლოა უფრო დიდ რამეში გადაიზარდოს. ვაჭრობის კუთხით ევროკავშირი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ექცევა", - განაცხადა ტრამპმა.


მისი თქმით, ამერიკული საქონელისთვის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრა ძალიან რთულია.


„მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ საქონელს ჩვენ გვიგზავნიან - გადასახადების გარეშე, ძალიან დაბალი გადასახადებით. ეს ძალიან უსამართლოა", - აღნიშნა ტრამპმა.

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner