ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ევროკავშირთან ბევრი პრობლემა აქვს.
„მე ევროკავშირთან ბევრი პრობლემა მაქვს. ეს შესაძლოა უფრო დიდ რამეში გადაიზარდოს. ვაჭრობის კუთხით ევროკავშირი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ექცევა", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკული საქონელისთვის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრა ძალიან რთულია.
„მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ საქონელს ჩვენ გვიგზავნიან - გადასახადების გარეშე, ძალიან დაბალი გადასახადებით. ეს ძალიან უსამართლოა", - აღნიშნა ტრამპმა.