logo_geo
eng_logo
ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია
- +

28 იანვარი. 2018. 15:29



ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 103-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 235-ს მიაღწია.


გავრცელებული ინფორმაციით, 27 იანვარს თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. შემთხვევა დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მოხდა.


პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.


აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.


ავღანეთში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner