ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 103-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 235-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 იანვარს თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. შემთხვევა დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მოხდა.
პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.
აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.
ავღანეთში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.