პარიზში მდინარე სენას ადიდების გამო ნაპირთან მცხოვრები 1000-მდე ადამიანია ევაკუირებული, 1500-მდე სახლი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო მდინარეში წყლის დონემ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 11 სანტიმეტრით მოიმატა და უკვე ოთხ მეტრს აჭარბებს, ვარაუდობენ რომ წყლის დონე 5.95 მეტრს მიაღწევს.
მდინარე სენა 2016 წელსაც ადიდდა, მაშინ წყლის დონემ 6.1-ს გადააჭარბა.