უკვე რამდენიმე დღეა იაპონიაში ქართველ სუმოისტზე, ლევან გორგაძეზე საუბრობენ. ერთ-ერთმა იაპონელმა ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა და ლევანი გრუზიელ სპორტსმენად მოიხსენია, რაც გორგაძემ არ გაატარა და მას შენიშვნა მისცა.
„მე საქართველოდან ვარ და არა „გრუზიადან" , - მიმართა ლევან გორგაძემ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ ლევანი მესამე ევროპელი და პირველი ქართველი სუმოა, რომელმაც იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო.