logo_geo
eng_logo
მანუჩარ კაჭახიძე: პირველად ვისწავლე, როგორ შეიძლება გიყვარდეს სიცოცხლე, მაგრამ ემზადებოდე სიკვდილისთვისაც!
- +

24 აპრილი. 2016. 12:54


ჟურნალ "მამულის" რედაქტორ-გამომცემელი შეერთებულ შტატებში მანუჩარ კაჭახიძე FACEBOOK-ზე წერს:



„ამერიკაში, ბევრისგან მომისმენია ერთი და იგივე სიზმარი.

თითქოს დაესიზმრათ, საქართველოში იყვნენ და ლამობდნენ უკან, ამერიკაში დაბრუნებას. ვერ კი ახერხებდნენ. გაღვიძებულები, რომ აღმოაჩენდნენ ისევ ამერიკაში იყვნენ, უხაროდათ.

ამ სიზმრის სრულიად განსხვავებული ვერსია მოვისმინე გუშინ და ისე შემძრა, რომ ორი დღეა სულ მასზე ვფიქრობ.

 

 

მაღალ ნიუ-იორკში, სინგ-სინგში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მყოფი მონატრებული და დავიწყებული კოკა გეგეჭკორის მოსანახულებლად ვიყავი წასული.

ის უკვე ზუსტად 22 წელია იქაა... ოთხი საათი ისე შემოგვეფცქვნა საუბარში, რომ ვერცერთი მივხვდით. "ერთხელო, დამესიზმრა, ვითომ თბილისში ვიყავიო..." - სმენად ვიქეცი, მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისთვის 22 წლის უნახავი ქალაქი.

თბილისში ვიყავიო და დედ-მამის საფლავზე დამავიწყდა გასვლაო თუ ვერ გავედიო. და შეშინებულს, გაოფლილს, სველს გამომეღვიძაო - და რომ აღმოვაჩინე რომ თბილისში კი არა, თავისუფლებაში კი არა, ისევ ციხის საკანში ვიყავიო, ცხრაკლიტულში გამოკეტილიო, გამიხარდაო.

 

 

გამიხარდა, მათ რომ ვუღალატე, მათი საფლავებისთვის ხომ მაინც არ მიღალატიაო, ეს საშინელება ცხადში არ ჩამიდენიაო.

წიგნი შეიძლება დაიწეროს იმ ოთხ საათში გახსნილ თუ გადაშლილ გულზე.

პირველად ვისწავლე, როგორ შეიძლება გიყვარდეს სიცოცხლე, მაგრამ ემზადებოდე სიკვდილისთვისაც!".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner