logo_geo
eng_logo
შსს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს
- +

29 იანვარი. 2018. 14:22


შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner