logo_geo
eng_logo
„მხოლოდ საქმეში გაუთვითცნობიერებელმა პირმა შეიძლება დაიჯეროს, რომ სააკაშვილს მხოლოდ პიჯაკების შეძენისთვის ასამართლებენ“
- +

29 იანვარი. 2018. 16:58



სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში, რომელსაც საზოგადოება ე.წ. „პიჯაკების სახელით" იცნობს, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ექს-პრეზიდენტის მოგზაურობაში გახარჯული თანხები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ეს საკითხი პროკურატურის მოთხოვნით, აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა, მაშინ, როდესაც ამ უწყებას სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ლაშა თორდია ხელმძღვანელობდა. აუდიტორების განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია, როგორ ახერხებდა მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ერთსა და იმავე დროს სამი ქვეყნის სამ სხვადასხვა სასტუმროში ყოფნას, თანაც ისე, რომ არც ერთ დოკუმენტში ამ მოგზაურობის მიზნობრიობა გაწერილი არ არის, ფული კი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდანაა ანაზღაურებული.


თორდიას უწყების მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე მხოლოდ სასტუმროების მომსახურებაზე 1000-ზე მეტ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან კანონშეუსაბამოდ არის გახარჯული 2 074 000 ლარი.


ამ თემაზე „პრაიმტაიმი" სააკაშვილის საქმის პროკურორს ჯარჯი წიკლაურს ესაუბრა, რომელიც მიამიტობას უწოდებს მოსაზრებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს პიჯაკების შეძენის გამო ასამართლებენ.

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვის საქმეს მხოლოდ საქმეში გაუთვითცნობიერებელმა პირმა შეიძლება უწოდოს ე.წ. „პიჯაკების საქმე" და დაიჯეროს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ პიჯაკების შეძენისთვის ასამართლებენ. საუბარია წლების განმავლობაში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაზე, ისე რომ თანხების ხარჯვაზე ვერავინ ახორციელებდა კონტროლს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner