logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: ვერ ეღირსებით!
- +

29 იანვარი. 2018. 18:10



უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა „აჭარის ავტონომიის გაუქმების" მოთხოვნა... გინდ მუქარად მიიღეთ, გინდ გაფრთხილებად, ამ იდეის მატარებლებმა: - ეგ ე.წ. „სიბრძნე" თქვენთვის შეინახეთ და წინასწარ გეუბნებით:- ვერ ეღირსებით!!!

 

ბატონ დავით გაბაიძეს ვკითხე, რატომ არ შეგაქვთ კონსტიტუციაში ცვლილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა არჩევითი იყოს-მეთქი... ვფიქრობ, ამ მიდგომით შემთხვევითი ადამიანების (როგორც ახლა ხდება) ამ თანამდებობაზე მოხვედრას ავიცილებთ და უზრუნველვყოფთ ღირსეული, მეტი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების არჩევას...

 

ბატონი გაბაიძის პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, იურისტებს შევხვდე და დავიწყო ამ თემაზე მუშაობა..." - წერს ბლადაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner