logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი მოვალეობაა ჯანმრთელი თაობა აღვზარდოთ!
- +

29 იანვარი. 2018. 23:01



„პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება, იმას, რომ სამართლებრივად გამართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. საკმაოდ დიდი ისტერიის ნაწილია ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებული ის ქმედებები, რაც ხანგრძლივად და მიზნობრივად ემსახურება ჩვენი პოლიციელების დისკრედიტაციას. ამავე დროს საკმაოდ ბევრმა ოპონირება დაიწყო იმით, რომ გარკვეულად არის კრიმინალური მენტალიტეტის გაღვივება და ა.შ. რაც აბსურდია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა. კობალაძემ მედიას მოუწოდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა გასწიოს და არა სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციის.

 

„გამოვედით იმ პერიოდიდან, სადაც იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები წახალისებულები. როგორც მაშინ მართული პოლიცია ემსახურებოდა გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრს. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ცოტა მეტი ჯანმრთელი თაობა გვჭირდება, პროპაგანდა ჯანმრთელი ცხოვრების და ამაში ლომის წვლილი უნდა შეიტანონ ჟურნალისტებმა. პროპაგანდა უნდა გავაკეთოთ არა უსაგნო დისკრედიტაციის პოლიციელებისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისა, არამედ უფრო ფართოდ გავაშუქოთ ის ინიციატივა, რომ შს მინისტრის მიერ დააანონსებული იყო ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. თუნდაც ის, რომ ჯანმრთელი თაობის აღზრდა ეს არის პირველადი მოქალაქეობრივი ვალი თითოეული ჩვენგანის", - განაცხადა კობალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner