logo_geo
eng_logo
გაშხლართულები!
- +

29 იანვარი. 2018. 23:44



დღეის ამას იქით... უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ 22 საათიდან 07 საათამდე „გაშხლართვა" მიუსაჯა, ყველა დედალი თუ მამალი „ნაციონალი" ვალდებულია, პროტესტის ნიშნად, იატაკზე ან მიწაზე გაიშხლართოს. უფრო ზუსტად, თუ რა ფორმით უნდა გაიშხლართონ წმ. მიHას მიმდევრები, მოცემულია სპეციალურ ვიდეორგოლში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა თვით წმ. მიHამ. ნიმუშად შეგიძლიათ ნახოთ "რუსთავორელ" გიორგი (იგივე ჯულიეტოვნას) წაქცევა, ანუ გაშხლართვა პირდაპირ სტუდიაში.


რატომ მაინც და მაინც გაშხლართვა? ეს გახლავთ ერთგვარი ჟესტი ცის, ჰაერისა და მიწის შესუნთქვისა. რიტუალური ილეთები ასეთია: გამოქანდებით, ხელებს ზემოთ ასწევთ, გაშლით რკალისებურად, მერე უცებ „დაატორმუზებთ" და ზურგზე დაეცემით. უკაცრავად, ეს სულაც არ არის ზურგზე დაცემა ჩვეულებრივი გაგებით (როგორც დამარცხებულები ეცემიან ხოლმე), ეს არის ზემოთ ცქერის პროცედურა, ეს შთაგონება და კავშირის დამყარებაა ზეციურ ძალებთან. ამ დროს თქვენ კოსმოსიდან იღებთ ენერგიას და ძლევამოსილებას, რათა შემდეგ დედამიწაზე დაამარცხოთ ბოროტი ძალები. აეგრე!


გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ „ნაციონალები" და მათთან გათანაბრებული პირები გამოქანდებით შემაღლებული ადგილიდან. მაგალითად, მთაწმინდიდან. თუმცა, ვინაიდან მთაწმინდა მხოლოდ თბილისშია, საამისოდ გამოდგება ნებისმიერი მთა, ბორცვი, გორა, შემაღლებული ადგილი, ანუ დაღმართი. მართალია, მიშა ზღვის სანაპიროზე იშხლართება ხოლმე, მაგრამ ეგ მიშაა, მაგას შეუძლია, ყველანაირ პოზაში გაიშხლართოს. თქვენ კი აუცილებლად "რაზგონი" გჭირდებათ!


როდესაც საქმე რევოლუციამდე მივა, ყველანი მიხვალთ რუსთაველზე და იქ გაიშხლართებით. ამის შემდეგ რა ბებიათქვენისას მიიღებთ, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე გეგმა-ვალდებულება ასეთია!


სხვათა შორის, გაშხლართვის იდეა არ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს (როგორც ყოველთვის, ახლაც პლაგიატობს), ეს გეგმა გახლავთ ამერიკაში მცხოვრებ დოდონა კიზირიას მიერ შემუშავებული. ეს ქალბატონი არა მხოლოდ ბილწსიტყვაობით გამოირჩევა, არამედ ხშირად დახეტიალობს ზღვის სანაპიროზე და იშხლართება ხოლმე. „ვოტ, ტაკ"!


ლევან სიხარულიძე

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner