logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
- +

29 იანვარი. 2018. 23:45



ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არც კი გასულა საკმარისი დრო მას შემდეგ რაც დასრულდა რეგიონული კოალიციური ტიპის ომი „ისლამური სახალიფოს" წინააღმდეგ, რომ იმწამსვე უკვე ფაქტიურად დაიწყო ახალი ჯერ ლოკალური ომი, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება, გარდაიქმნას უკვე ახალ რეგიონალურ ომად. 2018 წელი დადგა მორიგი გეოსტრატეგიული გამოწვევის წინაშე - თურქეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, მის შეიარაღებულ ძალებს დაეწყო ოპერატიულ-სტრატეგიული ოპერაცია „ზეთისხილის რტო", რომელიც წარიმართება ოთხ ეტაპად. ფაქტიურად, პირველად თურქეთმა, ე.წ. „არაბული გაზაფხულის" დაწყებიდან, წამოიწყო ფართომასშტაბიანი ინტერვენცია სირიაში და საკუთარი გეოსტრატეგიული მისიის რეგიონში ჰეგემონიური სტატუს-ქვოს დამკვიდრების წარმოჩენა. საფრანგეთმა უკვე მოითხოვა სასწრაფო რეჟიმში გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა. დიდი შეშფოთება და პროტესტი გამოთქვა ასადის რეჟიმმა და მანაც მოითხოვა სირიის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა. ირანის ისლამური რესპუბლიკა კი ფარულ დუმილს ამჯობინებს, თუმცა პარალელურად აძლიერებს საკუთარ სამხედრო პოტენცილს. ქვეყანაში მომხდარი არეულობების შემდეგ ირანიდან გადმოსროლილი სამხედრო შენაერთები სასწრაფო წესით უკან, სირიაში ბრუნდებიან. აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაცია გამოთქვამს ღია და დაუფარავ უკმაყოფილებას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო ოფიციალური კრემლი ფრთხილ შეშფოთებას გამოხატავს თურქეთის ამ ქმედებებთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ორი დღის წინ, სამან დაიწყებოდა „ზეთისხილის რტოს" ოპერაცია, მოსკოვში სასწრაფო წესით ჩავიდა თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი და პირდაპირი მოლაპარაკება გამართა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოუგუსთან.


უკვე ცხადია, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე „ტალღის" გეოსტრატეგიული კონფრონტაცია დაიწყო თურქეთმა იმ პირველი „ტალღის" საპირისპიროდ, რომელიც უკავშირდება ე.წ. „არაბული გაზაფხულის" დაწყებას აშშ-ს მხრიდან. კერძოდ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ „რბილი ძალის" ფორმატში განხორციელებული კონფრონტაციული მოდელის შემოტანით რეგიონში. თურქეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტ ერდოღანიდან ვიცე-პრემიერ ჰაკან ჩავუშოღლუს ჩათვლით არის ერთსულოვანი და მყარი საკუთარი პოზიციებში. მაშ ასე, სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც კლასიკური მეოთე თაობის ომის ერთ-ერთ კონცეფცია „ასიმეტრიული ომის" სტილში დაიწყო და ამ მიმართულებით გაგრძელდება (მხედველობაში მაქვს „უკონტაქტო ბრძოლის" თეორიის მიხედვით ), დაიწყო 2018 წლის 20 იანვრის საღამოს 5 საათზე და როგორც ჩანს, თავის ადგილს დაიკავებს მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე. თურქეთი აშკარად იმეორებს ისრაელის მაგალითს და ცდილობს, სირიის ჩრდილოეთ - მანჯაბისა და აფრინის მიდამოებში შექმნას ახალი „უსაფრთხოების ბალიშის" ანუ „უსაფრთხოების ზონის" ანკლავი ფორმალურად, რათა თავი დაიცვას ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან - ქურთი გასამხედროებული სეპარატისტებისგან, რომელსაც წარმოადგენს „ქურთების მუშათა პარტიის" მარქსისტული ორიენტაციის პოლიტიკური გაერთიანება. თუმცა,  არაფორმალურ მიზეზს წარმოადგენს სირიის ამ რაიონებში მცხოვრები თურქმანული ტომების ინტერესების დაცვა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამოცანების განმტკიცება, სირიაში მუდმივი სამხედრო დამკვიდრების მიღწევა და მთლიანად რეგიონში ჰეგემონიური პოზიციების განმტკიცება. თურქეთმა ამ მიზნების მისაღწევად შესძლო და თავის მხარეს გადმოიბირა ზომიერი ოპოზიციური დაჯგუფება _ „სირიის თავისუფალი არმია" (15 ათასი მებრძოლი), რომლებიც ადრე ამერიკული პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც ჩანს, თურქეთი დიდი ხანია ემზადებოდა ამ ქმედებებისთვის და ელოდებოდა მისთვის სასურველი დროის დადგომას. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თურქეთის არმიის პარალელურად, რომელმაც უკვე დაიწყო სატანკო შენაერთების ჩართვა და სპეცდანიშნილების რაზმების ამოქმედება, საბრძოლო ავიაციასა და საარტილერიო ყველა სახის სისტემების გამოყენების ჩათვლით, სირიელ ქურთებზე ინტენსიური შეტევა განახორციელეს „ისლამური სახალიფოს" სამხედრო შენაერთებმაც და დაიწყეს მათი ფორმირებების შევიწროება დარ ერ ზოის მიდამოებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კი წინდაწინ დატოვა აფრინის მიდამოები და დაიხიეს ალეპოს მიმართულებით. თურქეთის ამ ოპერაციის დაწყების ორი ძირითადი ასპექტი უნდა გამოიყოს - ანუ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ამოცანები. საინტერესო იქნებოდა მათი მიმოხილვაც:


თურქეთის გეოპოლიტიკური ამოცანებს „ზეთისხილის რტოს" ოპერაციის ჩატარებისას წარმოადგენს შემდეგს:


არალეგალური მიგრაციის კიდევ ერთი ტალღის შეჩერება - დღეისთვის თურქეთის ტერიტორიაზე აფრინის და მანხაჯის ტეროტორიებიდან უკვე გადმოსულია 370 ათასზე მეტი ლტოლვილი და ქვეყანაში მყოფი 2 მილიონი ლტოლვილის ფონზე, რომლებიც უფრო მეტად გაფანტულები არიან ქვეყნის დასავლეთ რაიონებში, სამხრერთ რაიონებში მათი ასეთი დიდი რიცხვის კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა;


ქვეყნის გეოპოლიტიკური იმიჯის გაზრდა რეგიონული ჰეგემონობიდან საერთაშორისო გავლენის ცენტრის სტატუსის ხელგამოსმის სურვილის ფორმატში, თურქეთი არის „დიდი ოცეულის" წევრი-ქვეყანა და აშშ, ევროკავშირისა, რუსეთთან და ჩინეთთან თანასწორუფლებიანი პაექრობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ასეთ საშუალებას იძლევა. არ არის გამორიციხული ჰიპოთეტურად, თურქეთს გაუჩნდეს „ბირთვული ქვეყნის" სტატუსი მოპოვების ამბიციაც (ბირთვული ენერგეტიკული მიმართულების განვითარება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიაში უკვე სოლიდურ ადგილს იკავებს. მაგალითად, თურქეთ-რუსეთის ბირთვული ენერგეტიკული ორმხრივი თანამშრომლობა და ამჟამად, თურქეთ-პაკისტანის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მზარდი ტემპებით განვითარება, ფარული ანტი-ამერიკული ზრახვების ფონზე ორივე სახელმწიფოების მხრიდან - აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად გაწყვიტა ურთიერთობების პაკისტანთან, გაყინა რა 33 მლრდ. დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც სხვათაშორის შორის ბირთვული სამხედრო პოტენციალის შენარჩუნების და უსაფრთხოების განმტკიცების მომენტებსაც ითვალისწინებდა პაკისტანში);


ქურთული სეპარატიზმის საბოლოო ჯამში განადგურება და ანტი-სეპარატისტული კოალიციის შექმნა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობითი უსაფრთხოების რკალის შექმნა ერაყის მთავრობასთან და ასევე სირიის ამჟამინდელი მმართველი ასადის რეჟიმთანაც. აღნიშნული საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკური ფორმულაა, რომელიც სასურველია საქართველომაც გამოიყენოს და განავითაროს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნა სეპარატიზმისა და ირედენტიზმის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში აღნიშნულ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევა - სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ვიწრო-ლოკალურიდან, უფრო ფართო რეგიონულ და პან-რეგიონალურ მასშტაბებამდე გადადის.


აშშ-ისრაელთან ახალი კონფონტაციული ურთიერთობების ფონზე, რაც დაიწყო იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, რეგიონის ფარგლებში, არაბულ-მუსულმანურ ახალი კოალიციის დაარსების პერსპექტივის დაარსება, სადაც უკვე თურქეთი იქნება ლიდერი სახელმწიფო და არაბულ-ისრაელის ორ საუკუნოვანი დაპირისპირების პერიოდში, უკვე თურქეთი შემოდის როგორც ლიდერი-ქვეყანა და მუსულმანური საზოგადოების ინტერესების დამცველი აქტორი. თურქეთი შეეცდება „ისლამური სოლიდარობის ორგანიზაცია" გადააქციოს ახალი ტიპის გაერთიანებად ატლანტისტური დასავლეთის წინააღმდეგ (აშშ-ა მხედველობაში);


თურქეთს გაუჩნდა კარგი შანსი, განავითაროს საკუთარი გეოპოლიტიკური „პანთურქიზმის" სტრატეგია და თურქმანული ტომების დაცვის ეგიდით, ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, აღნიშნული სტრატეგიის გავრცელება კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით.

 

რაც შეეხება ამ ოპერაციის გეოსტრატეგიულ ამოცანებს (სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის), გამოსაკვეთია შემდეგი:


აშშ-ს ახალი სამხედრო-ოპერატიული ინიციატივის - სირიის ჩრდილოეთ რაიონებში „ერთიანი სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების" შექმნისა (ამ ახალ კოალიციაში უნდა შევიდნენ „სირიის დემოკრატიული ძალების" გასამხედროებული ძალები და კომუნისტ ქურთების „თავდაცვის სახალხო რაზმები", რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტებს უწოდებს) და ამერიკული შეიარაღების, როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისევე ჰაერსაწინააღმდეგო სახის, სირიელი ქურთებისადმი გადაცემის ოპერაციის ჩაშლა. ფაქტიურად იწყება აშშ-სა და თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ეტაპი, რამაც შეიძლება ბზარი შეუყოს ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას და გარკვეული ვარაუდით, გამოიწვიოს ნატოში თურქული „ბრექზიტის" პრეცედენტის შექმნა.

 

აშშ-ს სირიაში არ გააჩნია სამხედრო პლაცდარმი - უშუალოდ სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიების გარდა, სადაც მოქმედებენ სირიელი ქურთები და მათი გეოსტრატეგიული „ბმულობის" ცენტრი ძალიან მყიფეა (ამიტომაც არის, რომ თურქეთის არმიის გააქტიურების პირველსავე დღეებში, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა იორდანიაში და მოინახულა სირიის საზღვართან არსებული ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელიც სირიის ჩრდილოეთით „ბმულობის" ცენტრის სავარაუდოდ გაქრობის შემთხვევაში, სწორედ მას მოუწევს ამ ფუნქციის შესრულება); სირიის ტეროტორიაზე სამხედრო პლაცდარმის შექმნა და რუსული სამხედრო გავლენის დაბალანსება. ამით თურქეთი მიისწრაფვის შექმნას ახალი სახის გეოსტრატეგიული ძალთა ბალანსი რეგიონულ დონეზე. პრინციპიში თურქეთი ცდილობს, შექმნას გარკვეული სახის გეოსტრატეგიული გავლენის სამკუთხედი: აფრინი-დოხა-ბაქოს ხაზით და ამით გააფართოვოს სამხედრო-სტრატეგიული გავლენის სფეროები, არა მარტო ახლო აღმოსავლეთის, არამედ კავკასიის რეგიონზეც;


ქურთული სეპარატიზმისაგნ სამხედრო რისკის თავიდან აცილება (სამხედრო რისკი - გულისხმობს გარკვეული აქტორის მიზანს, სამხედრო ძალის სრული ან ნაწილობრივი გამოყენების გზით აიძულოს მეორე აქტორი უარი თქვას, დაიცვას თავისი ეროვნული სასიცოცხლო/უმნიშვნელოვანესი ინტერესები), რომელიც წარმოადგენს მთავარ სამხედრო საფრთხეს რეგიონულ დონეზე.


ცალკე საუბრის თემაა, ამ ახალი კონფრონტაციულ მოდელში რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გავლენაზე. ამ კონტექსტში გამოსაყოფია ორი მომენტი:


1. ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოსთვის 700-დან 500კ და უფრო ნაკლებ მანძილზე გადმოიწია და ლამის მიებჯიბნა კავკასიის რეგიონს;

 

 2. აშშ-თურქეთის ამ ეტაპზე გეოპოლიტიკური მეტოქეობამ და უფრო რეალურად კი კონფრონტაციამ არა მგონია დადებითად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტბსა და მიზნებზე.

ვახტანგ მაისაია 


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner