ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:
„1993 წლის პირველ თებერვალს გამოვიდა, დამოუკიდებელი საქართველოს, პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთი, ჩემი დაარსებული - „კოქტეილი"... 25 წლის იუბილეს ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს გუნდში იყო, არის და იქნება მათი სახეების და სახელების მონაცვლეობის მიუხედავად, დღეს ბევრი მათგანი წარმატებული ჟურნალისტია, წარმატებული მოქალაქე და ქართველია... გილოცავთ.... მეტს არაფერს ვიტყვი... ამ წლის პირველი თებერვალიც მალე მოვა... (ფოტოზე: - მე, საქართველოს პარლამენტის შენობაში, გაზეთ „კოქტეილის" მე-2 ნომრით ხელში)" - წერს ჩუბინიძე.