logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოდან კრიმინალების მიერ განდევნილი ზვიად გამსახურდია!
- +

30 იანვარი. 2018. 02:58



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გროზნოში, კიროვის სკვერის მახლობლად, ჩეხოვის ქუჩაზე ხშირად ჩერდებოდნენ ადამიანები, ზოგიც ფეხის წვერზე დგებოდა, რათა ღობის გადაღმა ოდნავ მაინც მოეკრა თვალი ამ სახლში დროებით მაცხოვრებელ, საკუთარ სამშობლოდან დევნილ, კავკასიელი ხალხისთვის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ განმათავისუფლებელ გმირისთვის!

 

დიახ! ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოდან ქვემეხებითა და ჰაუბიცებით კრიმინალების მიერ განდევნილი ზვიად გამსახურდია!

 

სახლი ორ სართულიანი იყო, წითელი აგურით ნაგები და არქიტექტურულად წააგავდა კოლხურ კოშკს, იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა ეს სახლი გადასცა ზვიადს და მის ოჯახს...შენობაზე ფრიალებდა შინდისფერი, ეროვნული ალამი და გროზნოში მაცხოვრებელთა უმეტესობამ კარგად იცოდა, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში, მათთვის ეს დიდი პატივი იყო და ბედნიერებიც იყვნენ... საქართველოდან ჩასული უამრავი ადამიანი აქ სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტს... მერე კი უბედურების ზარმაც ჩამორეკა, სამეგრელოდან ჩასვენებული ზვიად გამსახურდია ამ სახლის ეზოში დაიკრძალა, პრეზიდენტის კუბოს კი მთელი ჩეჩნეთი აცილებდა, საქართველოდან ჩასულ დევნილ ქართველობასთან ერთად! შემდეგ კი თავად იჩქერია რუსეთის იმპერიის მიერ ცეცხლის ალში გაეხვია...მთლი გროზნო მიწასთან იქნა გასწორებული საავიაციო ბომბდამშენების შედეგად....ამ ფოტოზე ზუსტად პირველი ომის შედეგად, დანგრეული ზვიადის სახლია დაფიქსირებული და პრეზიდენტის საფლავთან სამხედრო მძიმე ტექნიკა... ჩეჩნეთის მეორე ომმა კი (სადაც ფიზიკურად გაანადგურა იმპერიამ ხალხის მიერ არჩეული ორი პრეზიდენტი, ჯერ ჯოხარ დუდაევი და მერე ასლან მასხადოვი), ჩეხოვის ქუჩა აღარ არსებობდა, ერთი აგურის ნატეხიც აღარ შემორჩა ამ ისტორიული სახლიდან, მაგრამ ხსოვნა დაუვიწყარია!

 

დღეს უკვე რეკონსტრუირებულ გროზნოში, ამ ადგილას სამთავრობო კვარტალი და კადიროვის პირადი რეზიდენციაა, თვით ამ შენობის უკან მდებარე მდინარე სუნჯასაც კალაპოტი შეუცვალეს...

 

აქვე ქვემოთ ვაქვეყნებ ფოტოს რეზიდენციის პირვანდელი სახის როგორიც იყო..." - წერს შონია.

 


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner