ჟურნალისტი ირაკლი შონია 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან, მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტილ მონაწილეს, მამუკა ტერიშვილს შემდეგი სახის პოსტით იხსენებს:
„ამ წელს 43 წელი უსრულდება! 16 წლის იყო როცა მოკლეს მამუკა! 2 თებერვლის მანიფესტაციაზე დახვრეტილთა შორის, ყველაზე პატარა იყო ასაკით. მამუკაც და დანარჩენებიც, არც გაუგებრობაში მოყოლილ ჩხუბს უმსხვერპლია, არც შემთხვევით პოლიციას. მამუკამ და დანარჩენმა მამულიშვილებმაც, შეგნებულად სიცოცხლე უშურველად გაიღეს სამართლიანობისთვის! მიუხედავად იმისა რომ იანვრის თვეში უკვე დახვრეტილი იყო, მშვიდობიანი მიტინგები, ხალხი უშიშრად გამოხატავდა პროტესტს სისხლიანი ხუნტის წინააღმდეგ! მამუკაც 2 თებერვალს დროშით ხელში უშიშრად მიუძღოდა მშვიდობიან გრანდიოზულ დემონსტრაციას!
ნებისმიერ ადამიანს ვისაც გაცნობიერებული აქვს, სამართლიანობისთვის ბრძოლა და მსახურება, არასოდეს არ უნდა დაივიწყონ მამუკას და მის მსგავსთა მსხვერპლი და მოითხოვონ ადრე თუ გვიან დამნაშავეთა გასამართლება! სხვანაირად ვერასოდეს ვერ მოხერხდება საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება!" - წერს შონია.
http://reportiori.ge/old/?menuid=3&id=87747&lang=1