logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: ლოგინად ჩავვარდი, ისე განვიცადე...
- +

24 აპრილი. 2016. 13:45


როგორ რეაგირებდა ჭორებზე ცისანა სეფიაშვიალი, როდესაც ის შოუ-ბიზნესში გამოჩნდა - ამის შესახებ მომღერალი tv-პირველის გადაცემა „ყვითელში" საუბრობს.



„საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ჭორი გამიგია და თავიდან ამას ძალიან განვიცდიდი. როდესაც ფეხი შემოვდგი შოუ-ბიზნესში, პირველად გავიგე, რომ მერაბ სეფაშვილის საყვარელი ვიყავი. ისე განვიცადე, ლოგინად ჩავვარდი. მერე ზურაბ ხაჩიძის საყვარელი გამხადეს. შემდეგ კი რომა რცხილაძის, რომლის ხელშიც ვარ ფაქტიურად გაზრდილი. რომა და მისი მეუღლე ჩემი უფროსი მეგობრები არიან და სულ ერთად ვიყავით. ამ ყოველივეს თავდაპირველად ძალიან განვიცდიდი, ვტიროდი, ვფიქრობდი - ვაიმე, რას იტყვიან ჩემზე, რა უხერხულია, რატომ მომიგონეს და ა.შ. მერე გამიარა. ახლა კი ძალიან ჯანსაღად ვრეაგირებ, რადგან მიმაჩნია, რომ როცა შენზე ჭორაობენ, ე.ი. აქტუალური ხარ", - ამბობს სეფიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner