logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება
- +

24 აპრილი. 2016. 13:46


თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.



თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს ბზობისა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და მშვიდობა უსურვა:



ბზობას ვულოცავ მთელ საქართველოს, ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდობიან აღდგომას შევხვდროდეთ ყველა ერთად. დღეს სიხარულის დღეა, მუდმივად ასეთი გახარებული ყოფილიყოს ჩვენი საზოგადოება", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.



ტაძარში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე იმყოფებოდნენ.



24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner