ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში მეტროსადგურ „ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტს ეხმიანება:
„დასაჭერია არა მხოლოდ რემონტის ჩამტარებელი, არამედ ობიექტის ჩამბარებელიც, როგორც მეტროპოლიტენიდან, ასევე მერიიდან. დასჯის გარეშე ჩინოვნიკის „პასუხისმგებლობა" ცარიელი და უშინაარსო სიტყვაა", - წერს უძილაური.
ცნობისთვის, დღეს მეტროსადგურ „ვარკეთილის" ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია 14 ადამიანი.