logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: სიკვდილის მეშინია...
- +

24 აპრილი. 2016. 14:45


მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ამბობს, რომ დეპრესიული ადამიანი არ არის, თუმცა ცხოვრებაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც დეპრესიაში ჩავარდნილა.



„როდესაც გავიგე, რომ მეოთხე შვილზე ორსულად ვიყავი, ძალიან განვიცადე, ვერავის ვერ ვიტანდი, ვინც ორსულად არ იყო. რომ გავაჩინე, დამემართა დეპრესია საკმაოდ რთულ ფორმებში. ბავშვის მიმართაც რაღაც ისეთი დამოკიდებულება მქონდა, შემდეგ მივმართე ექიმს დახმარებისთვის და ძალიან მალე გამოვედი მდგომარეობიდან. არადა დეპრესიული არ ვარ, მყავს მეუღლე, შვილები, მშობლები, არ მათოვს, არ მაწვიმს... ეს ყოველივე რომ გავიაზრე, მალევე გამოვედი რთული მდგომარეობიდან", - განაცხადა სეფიაშვილმა გადაცემა „ყვითელში".



კითხვაზე, რისი ეშინია, მომღერალი პასუხობს: „სიკვდილის მეშინია. არ მინდა... „არ მინდა" - ცოტა ისეთი ნათქვამია, უფრო მეშინია. ვიცი, როგორ არ ვიცი, რომ მარადიული არაფერია, მაგრამ მაინც დიდი შიში მაქვს", - ამბობს მომღერალი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner