logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

30 იანვარი. 2018. 16:38



თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.


„სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ ი.ბ.-ს და ა.ბ.-ს შორის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ჯიხურში, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  ი.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ა.ბ.-ს ხელებით და ფეხებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი იგი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ი.ბ.-მ კვალის დამალვის მიზნით გვამს ტანსაცმელი დააყარა, გარედან ჩაკეტა ჯიხურის კარები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 15 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner