„აქუბარდია იყო მიშას ხელის ბიჭი", - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, დავით აქუბარდიაზე საუბრისას განაცხადა.
„მთელი ეს წლები, აქუბარდია იყო მიშას და ვანო მერაბიშვილის უშუალო შემსრულებელი. ეს არ არის ჩემი ეჭვი, ეს ასე იყო ნამდვილად. აქუბარდია ეთერში არ სვამდა არავის, თუ არ გაივლიდა კონსულტაციებს, ან მინიმუმ თვითცენზურას ემორჩილებოდა. აქუბარდია არის ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი განყოფილება", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.